„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „თუ პარტია დაკისრებულ ორ ამოცანას ვერ შეასრულებს, საკუთარ ადგილს პარტიაში ვეღარ ხედავს“.
მისი განმარტებით, აღნიშნული ორი ამოცანაა: მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება, ასევე თუ „ნაციონალური მოძრაობა აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში“.
„თუ ჩემი პარტია ვერ შეასრულებს და მე პირადად არ შევასრულებ იმ ამოცანას რომელიც გვაკისრია ამომრჩევლების მიმართ, ესაა – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ნიკასიც [გვარამია], ეს ერთი და თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
❗ ამ ადამიანების მთავარი მოტივაცია არის მიშას სახელით ცნობადობა აიმაღლონ, პოლიტიკური ნიშა იპოვონ, მერკანტელური ინტერესები დაიკმაყოფილონ
? ხატია დეკანოიძე ხელისუფლებაზეPosted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 22 ნოემბერი, 2022