„თუ ნიღბის ტარება არ შეიძლება, ეს ქართული სტანდარტი არ არის – ეს ევროპული სტანდარტია! ვინც ნიღაბს გაიკეთებს, ის პიროტექნიკასაც თავისუფლად გამოიყენებს და ვერც ამოიცნობ, საიდან მოდის უბედურება!“– ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა, ვოლსკი ამბობს XI მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები რეპრესიული არ არის და ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს:
„პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება ძალიან მიუღებელია… ვიცოდი, რომ იმ კანონს მიიღებდნენ და ყველაფერს ველოდები“ – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტებზე
„საკანონმდებლო მაცნეზე“ მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.
„ეს აკრძალვა იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც თავისუფლად შეიძლება ისეთი პროვოკაცია ჩაიდინოს, რომელიც საქართველოს ისეთ სისხლისღვრასთან მიიყვანს, რაც მაიდანზე ვიხილეთ და ვერც გაიგებ, ვისი გამოგზავნილია და ვისი მითითებით მოქმედებენ პროვოკატორები. ნიღაბი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება პრობლემები შეექმნას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა. გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტრანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ. ყაველაშვილის ხელმოწერით ასევე ამოქმედდა კანონპროექტები, რომლის გათვალისწინებით, გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები, ხოლო საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება. ყველა ეს კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.