LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ „ომიკრონი“ გახდება დომინანტური, დროის ერთ მონაკვეთში შესაძლოა, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

844
bidzinakulumbegovi2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ომიკრონის“ შტამის შესახებ არსებულ უახლეს კვლევებზე ისაუბრა: „თუ „ომიკრონი“ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელდება, ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან დიდი რისკი დაგვიდგება. დღეს ქვეყანაში 35 000 აქტიური შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 5 700 არის კლინიკაში მოთავსებული და თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, რისკი ჩნდება, რომ დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს.

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას, სამწუხაროდ, დიდად შემცირებულია. „ფაიზერის“ ორი დოზის შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამანეიტრალებელი ძალის ეფექტიანობა 35%-ია. თუ ადამიანი იმატებს ბუსტერ დოზას, დაცვა იზრდება 75%-მდე.

„ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია და ორი დოზის შემდეგ საჭიროა „ფაიზერის“ ბუსტერის მიღება“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g