“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე, ოპოზიციის მომავალ გეგმებსა და საერთო ამოცანებზე საუბრობს.
მისი თქმით, საერთო ამოცანა უცვლელი რჩება – ოპოზიციამ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო ძალებით უნდა დაამარცხოს.
ბობოხიძემ აღნიშნა, რომ თუ საპარლამენტო ოპოზიცია დატოვებს საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოპოზიციას შეუძლია მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებს არა შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე.
„საერთო ამოცანა უცვლელია, ოპოზიციამ ერთობლივი ძალებით უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ თუ ქართული ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს იმის საფუძველი უკვე, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს არა შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, ანუ მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე”, – განაცხადა ბობოხიძემ.