საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა საქართველოში ჩამოვიდეს, თუკი ოპოზიცია ამას გადაწყვეტს.
სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობაზე:
“თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების და ა.შ. მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, მე ვარ მზად ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი ულაპარაკოდ. თუ ოპოზიცია მოილაპარაკებს, რომ მათთვის ეს იქნება სასარგებლო, ქართველ ხალხს დაეხმარება, ერთი წამით არ ვიყოყმანებ. მე არ მეშინია არც ციხის, არც მოკვლის, არც არაფრის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილის გუნდს ბოიკოტი გამოუცხადოს და პარლამენტში არ შევიდეს. 8 ნოემბერს ოპოზიციამ გრანდიოზული საპროტესტო აქცია დააანონსა.