LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ოქროთი უზრუნველყოფით სესხს ჩვენი მომხმარებელი აიღებს მიმდინარე თვეში, ერთი თვის განმავლობაში არ გადაგვიხდის არაფერს” – „ლიდერ კრედიტის“ დირექტორი

58
მურმან მირცხულავა

საქართველოში სესხის ასაღებად მოქალაქეები ხშირად მიმართავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. კომპანია „ლიდერ კრედიტი“, რომელიც ბაზარზე 12 წელია ოპერირებს, ახალ პროდუქტს მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით ქმნის. რა სერვისებია სფეროში და რამდენად არის მომხმარებლებზე მორგებული ბაზარი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტის“ დირექტორმა მურმან მირცხულავამ “ბიზნესნიუსის” ეთერში ისაუბრა.

 

რა სერვისებს სთავაზობს “ლიდერ კრედიტი” მომხმარებლებს და რამდენი ფილიალით არის წარმოდგენილი?

ჩვენი კომპანია დაახლოებით 12 წელია ბაზარზეა. თავდაპირველად, დავიწყეთ როგორც ერთ-ერთი პატარა სტარტაპი. დღეისათვის 27 ფილიალი გვაქვს საქართველოს მასშტაბით და გვყავს 300-მდე თანამშრომელი. სერვისები არის: ფინანსური მომსახურება, კრედიტები, სამომხმარებლო ტიპის სესხები, ბიზნესი, ფულადი გზავნილები და კონვერტაციები.

 

როგორ იქმნება პროდუქტი? რას ითვალისწინებთ, როდესაც ახალ პროდუქტზე იწყებთ მუშაობას? და რა ტიპის სესხებზეა უფრო მეტად მოთხოვნა?

„ლიდერ კრედიტში“ ვამბობთ, რომ ჩვენს პროდუქტს ქმნის ჩვენი მომხმარებელი. ჩვენ გამუდმებით ვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს, ვერკვევით და ვაიდენტიფიცირებთ მათ საჭიროებებს და შესაბამისად, ცვლილებები შეგვაქვს ჩვენს მიმდინარე პროდუქტებში, ან ვაკეთებთ მოდიფიკაციას, ან ვქმნით ახალს. ჩვენ ამ პროდუქტების შექმნის ტექნიკურ ნაწილს ვახორციელებთ, თორემ რაც იქმნება, რეალურად მომხმარებელთა კარნახით ხორციელდება.

 

რას აკეთებთ იმისათვის, რომ იყოთ მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული? და რას ანიჭებს ამ სფეროში მომხმარებელი უპირატესობას?

როდესაც მომხმარებელი მოგვმართავს საფინანსო ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, მას ესაჭიროება სისწრაფე ანუ სერვისი უნდა იყოს მაქსიმალურად შემჭიდროებული ვადების ნაწილში. შესაბამისად, ჩვენ საოპერაციო კომპონენტს ისე ვგეგმავთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში გავუწიოთ სერვისი. ყველაზე მთავარი კიდევ არის გამჭვირვალობა. როდესაც ფინანსურ ინსტიტუტს მიმართავს ადამიანი, ნებისმიერი არხით უნდა მიეწოდოს მას ისეთი ტიპის ინფორმაცია და ისეთი მესიჯი, განსაკუთებით მარკეტინგულ კომპონენტში, რასაც ადგილზე მოსულ მომხმარებელს დაახვედრებ.

 

საპროცენტო განაკვეთის თემა აქტუალურია მომხმარებლისთვის. რამდენად შესაძლებელია, რომ პროცენტი მოერგოს კონკრეტულ მომხმარებელს და ზოგადად, საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, რა მიდგომა გაქვთ?

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საპროცენტო განაკვეთები ინდივიდუალურ ჭრილში განვიხილოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კრედიტი სარგებლიანი იყოს ჩვენი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, კრედიტის გრაფიკის დაგეგმვისას, აუცილებლად ვითვალისწინებთ საპროცენტო განაკვეთს, კრედიტის ვადებს და გადახდის პირობებს. საბოლოო მიზანი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ კრედიტით სარგებლობა ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო, ჩვენთვის, კომპანიისთვის და სესხით მოსარგებლე სუბიექტისთვის.

 

როგორ მართავთ პრობლემურ საკითხებს? თუნდაც ვადაგადაცილებების შემთხვევაში, რას აკეთებს კომპანია?

პრობლემური საკითხების მართვის პრინციპი გვაქვს ასეთი, რომ თავდაპირველად ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს, რომ პრობლემური საკითხები გვქონდეს რაც შეიძლება ნაკლები. უშუალოდ, ვადაგადაცილებების მართვის კომპონენტში, ჩვენ ვითვალისწინებთ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ეთიკის კოდექსს. ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა პოლიტიკა და მისი ნორმების გათვალისწინებით, ვახორციელებთ მომხმარებელთან კომუნიკაციას.

 

რა სიახლეებს და აქციებს სთავაზობს წინა საახალწლოდ “ლიდერ კრედიტი” მომხმარებლებს?

წინასაახალწლო პერიოდში ყველა მომხმარებელს აქვს გაზრდილი ფინანსური ხარჯები, საოჯახო ტიპის ხარჯები, ვყიდულობთ საჩუქრებს, ვფიქრობთ, როგორ გავატაროთ საახალწლო პერიოდი, წავიდეთ ზამთრის კურორტზე, დავისვენოთ, საახალწლო სუფრა გავაკეთოთ და ა.შ. ყველაფერი ეს ერთობლიობაში წარმოქმნის ხარჯებს და ამის პარალელურად, ჩვენ გავუშვით პროდუქტი, რომლის მიხედვითაც თუ ოქროთი უზრუნველყოფით სესხს ჩვენი მომხმარებელი აიღებს მიმდინარე თვეში, ერთი თვის განმავლობაში არ გადაგვიხდის არაფერს, არც პროცენტს, არც ძირს, მთლიანად არის გათავისუფლებული. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ შემოსავალი მოახმარონ საახალწლო ხარჯებს და სესხი მერე გადაიხადონ. აპრობირებული მეთოდია, რომ რასაც არ გადაგახდევინებ დღეს, გადაგახდევინებ ხვალ, ზეგ, მაზეგ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ არ ვარიცხავთ მათ დღეს და არც მომავალში ვახდევინებთ.

 

რამდენად ხშირად უტარებთ დასაქმებულებს შესაბამის ტრენინგებს? შიდა კომუნიკაციის თემა რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიაში?

ჩვენ ვიცით და ვიაზრებთ, რომ ჩვენი წარმატების ქვაკუთხედი არის ჩვენი თანამშრომელი. ეგ არის ჩვენი ძირითადი აქტივი და ამაზე ძვირფასი არაფერი გვაქვს. შესაბამისად, თანამშრომლის განვითარება არის ინვესტიცია ჩვენი კომპანიის განვითარებაში. ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და მუდმივად ვაკეთებთ ტრენინგებს. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია დასაქმებულთა რაოდენობის ნაწილში ზრდით ხასიათდება და პრაქტიკულად მუდმივად გვაქვს ვაკანსია, გვაქვს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები. ძალიან გვიყვარს ახალგაზრდების მოყვანა ჩვენთან, შესაბამისი ცოდნის მიცემა, არ გვჭირდება გარკვეული “ბექგრაუნდი”, ყველაფერს ადგილზე ვასწავლით.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

„ლიდერ კრედიტის“ სამომავლო გეგმა ისაა, რომ მეტი ფოკუსირება გავაკეთოთ ბიზნეს დაკრედიტების ნაწილში. მცირე და საშუალო ბიზნესების მნიშვნელობა უაღრესად დიდია როგორც ქვეყნისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისა და ოჯახისთვის, გენერირდება გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში, ფული შედის ოჯახებში. ჩვენ გვინდა, რომ 2023-ში ვიყოთ ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი. ეს იქნება ძირითადი მიმართულება. გარდა ამისა, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული იმისაკენ, რომ ჩვენი სერვისების გაციფრულება მოვახდინოთ, გავაკეთოთ დისტანციური სერვისები, ვუპასუხოთ მომხმარებელთა საჭიროებებს და უფრო და უფრო მოქნილი კომპანია გავხდეთ.

 

რას გულისხმობთ კონკრეტულად დისტანციურ სერვისებში და ახლა რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ მომხმარებელთან ურთიერთობისას?

ჩვენთან საკმაოდ მოთხოვნადია ავტოსესხი, ანუ კრედიტი, რომლითაც შეგიძლია შეიძინო ავტომობილი ან უბრალოდ მისი უზრუნველყოფით აიღო ახალი კრედიტი. გვინდა, რომ ეს პროცესი გავაკეთოთ დისტანციურ რეჟიმში, ანუ ფილიალში მოუსვლელად მომხმარებელი გააკეთებს განაცხადს და დისტანციურად ვუპასუხებთ მას და კონკრეტულ ლიმიტებსაც დავუსახელებთ, რა თანხის ფარგლებში შეუძლია ჩვენთან სარგებლობა.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს როგორ ხედავთ სამომავლოდ?

საკმაოდ მაღალ კონკურენტული გარემოა, კონკურენციაში ვართ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისე ბანკები. თუმცა, ეს გვახარებს, რადგან რომ არა კონკურენცია, ჩვენი საქმე მოსაწყენი იქნებოდა. ბაზარი ანუ ტრენდი არის მზარდი. დღეს არის დაახლოებით მილიარდ 500 მილიონიანი ბაზარი, გასულ წელს იყო მილიარდ 300 მილიონი. ცოტა უკანა წლებში იყო ჩავარდნები, მაგრამ ტრენდი მზარდი არის, ბაზარი იზრდება და ვფიქრობ, სერვისების კიდევ უფრო დახვეწა უზრუნველყოფს ამ ზრდას და ის ღონისძიებები, რაც ეროვნული ბანკის მიერ არის განხორციელებული, მაგალითად პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესი, მას შემდეგ სანდოობის ფაქტორი ძალიან მაღალია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ და ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს ისინი ბანკებს უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g