LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამ პერიოდში შევძელით ტურისტული ნაკადის აღდგენა ამ კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია უფრო სწრაფი ტემპით – ეკონომისტი გიორგი პაპავა

85
5f1eeca027840

“თუ ამ პერიოდში შევძელით ტურისტული ნაკადის აღდგენა, ამ კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია უფრო სწრაფი ტემპით”,- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი პაპავამ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ტურიზმზე, შესაბამისად, როგორც კი ტურისტული ნაკადი აღდგება ეს თავის წილს ავტომატურად დაამატებს ეკონომიკას და ბიძგს მისცემს ეკონომიკურ ზრდას.

“2020 წელს იმდენად მცირდება ეკონომიკა, რომ ამ შემცირებული ეკონომიკის ზრდა უფრო ადვილია. თუ ამ პერიდოში ჩვენ შევძელით ტურისტული ნაკადის აღდგენა და ინვესტიციების მოზიდვა, ეს ბუნებრივად გადაითარგმნება სხვებთან შედარებით მაღალ ზრდაში. ამ კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია უფრო სწრაფი ტემპებით მოვახერხოთ, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ტურიზმზე, როგორც კი აღდგება, ეს თავის წილს შიდა პროდუქტში ავტომატურად დაამატებს ეკონომიკას და გარკვეულწილად ბიძგს მისცემს ეკონომიკურ ზრდას”,- განაცხადა გიორგი პაპავამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება. საშუალოდ, ქვეყნის წლიური ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები