LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ქალი ხარ, რაღაც ჩარჩოებში ასე თუ ისე, უნდა ვიყოთ. ეს არ ნიშნავს, რომ თავი დავხაროთ, პირიქით ცოტა ხმაც უნდა ავიმაღლოთ და თუ სათანადო მამაკაცები გვყავს, სწორად მიგვიღებენ“ – მარიამ აფრასიძე-დადეშქელიანი, „ტიკ-ტოკერი“ სვანეთიდან

234
ბაბი კირკიტაძე

ტიკტოკერი ქალი სვანეთიდან, რომელიც ყოველთვის მანდილით დადის, გადაცემაში „დღის პოსტი“ თავისი ცხოვრების და ტრადიციების სიყვარულის შესახებ საუბრობს.

მარიამ აფრასიძე-დადეშქელიანი, რომელიც მისი თქმით, წარსულში პიროვნული განვითარებისთვის „ვაჟკაცურად და ხისტად იზრდებოდა“, აცხადებს, რომ მის ოჯახში ყოველთვის იყო ცხენი და იარაღი, რაც მისი ტრადიციული ცხოვრების წესის ნაწილია.

„დიდი სიამაყით ვამბობ, რომ სვანი ვარ, ჩემს შვილებს სულ სვანურად ვესაუბრები“, – აღნიშნავს ის.

მარიამის თქმით, მანდილის ტარება მისთვის არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ შინაგანი განცდების გამოხატულებაა.

„როცა თავშალს ვატარებ, მგონია, რომ უცებ ვხვდები იმ გარემოში, სადაც დედაკაცები ყოველთვის აქტიურები იყვნენ, არც ერთი სამუშაოს არ თაკილობდნენ, ვაჟკაცურად ცდილობდნენ ყველაფრის კეთებას“, – აღნიშნავს მარიამი.

მისი აზრით, „თუ ქალი ხარ, რაღაც ჩარჩოებში მაინც უნდა იყო“.

„შეიძლება დღევანდელმა ახალგაზრდებმა არასწორად მიიღონ, ჩარჩოებში ჩასმა არ მოსწონთ, მაგრამ ვფიქრობ, თუ ქალი ხარ, რაღაც ჩარჩოებში ასე თუ ისე უნდა ვიყოთ. ეს არ ნიშნავს, რომ თავი დავხაროთ, პირიქით ცოტა ხმაც უნდა ავიმაღლოთ და თუ სათანადო მამაკაცები გვყავს, სწორად მიგვიღებენ. ჩვენ ქალები ვართ და შეგვეფერება“.- ამბობს

როგორც იგი ამბობს, ტრადიციები და ეროვნული იდენტობა ახალგაზრდებში უნდა ჩაინერგოს და მათთვის მნიშვნელოვანი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g