LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ქალი თმას მოიჭრის და აღდგომამდე ბალიშის ქვეშ შეინახავს, იმ წელს აუცილებლად გათხოვდება – ვნების შვიდეულის ტრადიციები

1326
unnamed

დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებელი მრევლი მთელ დღეს ეკლესიაში ატარებს.

დილით ტაძრებში წირვა ტარდება, საღამოს კი 12 სახარება იკითხება. მორწმუნეები ცდილობენ, მთელი დღე ტაძარში, ლოცვაში გაატარონ (ასე იყო კორონავირუსამდე).

არსებობს ხალხში გავრცელებული ვნების შვიდეულში შესასრულებელი ტრადიციები, რომლებსაც წლის განმავლობაში ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში ჩვენმა  წინაპრებმა წარმატებით გამოსცადეს.

დიდი ორშაბათი
თუ მზიანი ამინდი იქნება, ესე იგი, იმ წელს კარგი მოსავალი მოვა;
თუ ნაკურთხ წყალს ისხურებთ – მთელი წელი ავად არ გახდებით.

თუ დიდ სამშაბათს იწვიმებს, ის წელი ცივი და მოუსავლიანი იქნება.

დიდი ოთხშაბათი
თუ სახლის კარებსა და ფანჯრებს დარეცხავთ და დაწმინდავთ, იცოდეთ, რომ უწმინდური ძალა თქვენს საცხოვრებელში ვეღარ შემოაღწევს;
თუ სახლიდან მთელ ნაგავს და უსუფთაობას არ გაიტანთ, ოჯახში მთელი წელი ჩხუბი და უთანხმოება იქნება.

დიდი ხუთშაბათი
თუ მზის ამოსვლამდე იბანავებთ, მთელი წლით გაიწმინდებით ნეგატიური ენერგიისა და ავი ზრახვებისგან;

თუ მძის ამოსვლამდე დაბანას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ უმძრახი წყალით დღის განმავლობაში დაიბანოთ. შედეგი იგივე იქნება.
თუ შინ მძიმე ავადმყოფი ჰყავს ვინმეს, ეკლესიიდან მიტანილი სანთელი უნდა დაანთოს ავადმყოფის სასთუმალთან და იქვე დაწვას. შემდეგ კი ნამწვი სადმე მიწაში დაფლას;
თუ ავეჯს ადგილს შეუცვლით და ფულს გადაითვლით, მთელი წელი კეთილდღეობა და შემოსავალი არ დაილევა თქვენს ოჯახში;
თუ გასათხოვარი ქალი თმას მოიჭრის და აღდგომის დადგომამდე ბალიშის ქვეშ შეინახავს, იმ წელს აუცილებლად ეწევა ბედს.

წითელი პარასკევი
თუ გინდათ, უსიამოვნება დიდი ხნით აიცილოთ თავიდან, დილით აუცილებლად წაიკითხეთ „მამაო ჩვენო“;
თუ ამ დღეს პირველს მამაკაცს დაინახავთ, მალე დიდი წარმატება გეწვევათ;
თუ ამ დღეს ტანს დაიბანთ, მთელ ჯანმრთელობას წყალს გაატანთ.

დიდი შაბათი
ვინც ამ მძიმე დღეს ცეკვა-თამაშსა და მხიარულებაში გაატარებს, მთელი წელი იტირებს;
ვინც ამ დღეს ფულს ისესხებს ან გაასესხებს, კეთილდღეობა, სიმდიდრე და ჯანმრთელობა ხელიდან წაუვა.

კვირა – აღდგომა
რომელი ცოლ-ქმარიც გულით ჩაეხუტება ერთმანეთს, მთელი ცხოვრება სიტკბოსა და სიყვარულში იცხოვრებს;
თუ სააღდგომო ზარების რეკვისას სურვილს ჩაიფიქრებთ, აღდგომიდან 33 დღის შემდეგ აგიხდებათ;
ვინც სააღდგომო სუფრიდან საჭმელს გადაყრის, მთელი წელი უკუღმა წაუვა. ამიტომ დარჩენილი საჭმელი უპოვარებს გაუნაწილეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები