LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით“ – რასა იუკნევიჩიენე

139
რასა იუკნევიჩიენე

თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს საქართველოს მიერ პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს“.

„არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს საქართველოს მიერ პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g