„სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის იყო და ვრჩებით პოლიტიკური კრიზისის კომპრომისებით გადაწყვეტის მომხრე და თუ „ქართული ოცნება“ შემოგვთავაზებს გონივრულ კომპრომისებს, მზად ვართ პარლამენტში მუშაობისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის ამერიკელი და ევროპელი მეგობრების გზავნილები მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის გონივრული კომპრომისი იქნება არა ერთჯერადად ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები, არამდე შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს ერთპარტიულ დემოკრატიას ქვეყანაში.
იყო შეფასება, რომ დემოკრატიის ზღურბლზე ჩატარებული არჩევნები მიუღებელია სახელმწიფოებისთვის, თუ გვინდა ევროპის ნაწილი გავხდეთ, საჭიროა დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.