LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ რატომ არ შეხვდა, მკაფიოდ განმარტა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“ – ირაკლი კობახიძე

240
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „თუ რატომ არ შეხვდა, ბიძინა ივანიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს, ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განემარტათ მიზეზები ამერიკელ პარტნიორებს“.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს დამოკიდებულია თავად ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკელ პარტნიორებზე.

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, რაც იმედგაცრუებას იწვევს“ – სენატორი ჯინ შაჰინი

„ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს – მისი და მისი პარტიის კურსი ნათელია: ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან“ – მამუკა ხაზარაძე

„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას,”- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g