LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება: ურსულა ფონ დერ ლაიენი

292
1649272261-ურსულა-ფონ-დერ-ლაიენი-5

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება“.

როგორც საფრანგეთში, სოფელ ტაიზეში ქრისტიანული ეკუმენური თემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლაიენმა განმარტა, ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობის დასამყარებლად და მიმდინარე წელს, უკრაინაში კრემლის ომის ფონზე, ევროკავშირმა უნდა აღასრულოს მისი დამფუძნებლების მისწრაფებები, იტვირთოს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის მისია.

ლაიენის თქმით, უკრაინელები და სხვა ხალხები თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ.

„რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ასე რომ, დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის. უკრაინელები იბრძვიან გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტება არ იტყვის საბოლოო სიტყვას უკრაინაში.

ჩვენი მეზობლები – უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ – გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ უნდათ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი პერსპექტივა. ერთი სიტყვით, მათ უნდათ მეტი ევროპა. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი კავშირი უნდა იყოს ყველა ევროპული ქვეყნის სახლი, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ჩვენი ევროპული ღირებულებების ოჯახი აყვავდება და კარგ ურთიერთობაში იქნება მეზობლებთან. მხოლოდ ასე შეგვიძლია, მოვახდინოთ ჩვენი დამფუძნებლების მისწრაფების რეალიზება მშვიდობისა და შერიგებისკენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g