LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს, შემდეგ სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს” – ანჯეი დუდა

136
1565880034

თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს, შემდეგ სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვარშავაში თავის იტალიელ კოლეგასთან სერჯო მატარელასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონელებმა კარგად იციან რას ნიშნავს რუსული სიხარბე.

„მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, რომ მუდმივად გაუწიოს მხარდაჭერა უკრაინას, იქამდე სანამ ეს ომი რუსეთის მარცხით არ დასრულდება. რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ის თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს.

პოლონელებმა კარგად იციან რას ნიშნავს რუსული სიხარბე, სხვა ხალხზე ბატონობის, დამონების, წართმევისა და მისი გამოყენების სურვილი და ამიტომაც, უკრაინას უჭერენ მხარს“, – აღნიშნა დუდამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g