LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, დავაბრუნებთ რუსთავში: იუსტიციის მინისტრი

44
რატი ბრეგაძე

თუ საქართველოს მესმე პრეზიდენტი შეწყვეტს შიმშილობას, მას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ ვმოქმედებთ პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე… თუ იგი შეწყვეტს შიმშილობას, რა თქმა უნდა, იგი დაბრუნდება მე-12 დაწესებულებაში” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში იმ მოტივით გადაიყვანეს, რომ მის ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა.

“როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობაში არსებით ნაწილზე და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი და სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზების მიზნით, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილიყო”, – ამბობს რატი ბრეგაძე.
მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი.

magti 5g