LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საქართველო არ იქნება სტაბილური, ძლიერი, შემდგარი და ფუნქციური, ის ვერავის მხარდაჭერასა და დახმარებას ვერ შეძლებს: არჩილ ჩალაკვაძე

86
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „თუ საქართველო არ იქნება სტაბილური, ძლიერი, შემდგარი და ფუნქციური, ის ვერავის მხარდაჭერასა და დახმარებას ვერ შეძლებს“.

როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა რუსეთს.

„რა არის ამ ოპოზიციის ლოგიკა? რომ საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება უნდა დააყენოს დარტყმის ქვეშ, გადადგას ემოციური, არასწორი ნაბიჯები და ამით დაეხმაროს ევროპასა და უკრაინას მშვიდობის დამყარებაში, სუვერენიტეტის დაცვასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში?

ჩვენ უპირველესი ამოცანა და პირველ რიგში პრემიერი არის ამაზე პასუხისმგებელი, არის დაიცვას საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოება, ვინაიდან, თუ საქართველო არ იქნება სტაბილური, ძლიერი, შემდგარი და ფუნქციური, რა თქმა უნდა, ის ვერავის მხარდაჭერასა და დახმარებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები