LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ საქართველოში ადამიანს დასაქმება უნდა, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს ამისთვის” – ელგუჯა მელაძე

171
ელგუჯა მელაძე

„თუ საქართველოში ადამიანს დასაქმება უნდა, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს ამისთვის, რაც ბიუჯეტიდანაც დაფინანსებულია“, – ამის შესახებ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ განაცხადა.

დღეს ასოციაციამ კადრების გადამზადებასა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია გამართა, სადაც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, მისი ფორმები და პროფესიული გადამზადების პროგრამები განიხილეს.

6 თვეში jobs.ge-ზე 39,565 ვაკანსია გამოქვეყნდა - ყველაზე მოთხოვნადი სფეროები

7,065 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

როგორც ელგუჯა მელაძემ აღნიშნა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნეს სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომლის გადაჭრის მთავარი გზა მათთვის სამუშაო ადგილის შეთავაზება და საქმიანობის პროცესში მათი გადამზადებაა.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა კადრების კვალიფიკაციის ამაღლება იმ ინოვაციური ტექნოლოგიების ფონზე, რაც მსოფლიოში ვითარდება. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ მთავარია გადამზადება მორგებული იყოს ბიზნესის საჭიროებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ გადამზადების მთავარი აქცენტი უნდა იყოს სამუშაო ადგილზე.

ამ დროის მდგომარეობით, თუ საქართველოში ადამიანს დასაქმება უნდა, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს ამისთვის, რაც ბიუჯეტიდანაც დაფინანსებულია“, – განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

 

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები