LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ შანტაჟისთვის ვიყენებდი, რატომ ვერ დავაშანტაჟე?! – სააკაშვილი პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე

210
resize_05oEulDet2wmrHYijpOqT9sy3GbCdxfc_980x590

იძახიან, ფარულ ჩანაწერებს სააკაშვილი შანტაჟისთვის იყენებდაო, უკაცრავად, რატომ ვერავინ დავაშანტაჟე, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ჰანოვერში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხს, ვისაც რუსეთის თვითმფრინავები აქვთ ჩამოგდებული, ყველგან ძეგლებს უდგამენ.

„არ მინდა, ბესელიას ვუწოდო, რა არის და მის გამო საქართველოს გმირს სვამენ ციხეში. ავოიე, მართლა. კიდევ ოთხი მებრძოლი არის დაჭერილი. საუბარია იმაზე, რომ შეუგდეს კადრები. ამბობენ, სააკაშვილის დროს გადაიღესო. კარგი, ვთქვათ ვიღაცას ჩვენ დროს წაუცდა ხელი.

გეტყვით, რა იყო ჩვენ დროს – 2005 წელს რუსეთთან რომ დაიძაბა სიტუაცია, მოვიდნენ და მახარეს კონტრდაზვერვიდან, რომ ჩვენი ბიჭი მივუგზავნეთ რუსეთის ჯაშუშ ქალს, საელჩოს საფარქვეშ მოქმედი, მოაგვარა იმ ქალთან ურთიერთობა, ყველაფერი და ვიდეო გადაუღო გახარებულმა, ახლა მივაშანტაჟებთ და ჯაშუშს დავავერბოვკებთო. მე ვუთხარი, ეს ვიდეო წაშალეთ და არ გავიგო როდესმე, რომ მტრის წინააღმდეგაც კი იყენებდეთ პირად ვიდეოს-მეთქი. ეს იყო ჩემი პასუხი მტერზე გადაღებულ ვიდეოზე. ჩვენ დროს ეს ვიდეო არასოდეს არსად არ გამოსულა. ხომ იცით, როგორც კი ეს სადმე გამოვიდოდა, იმ ხალხს ძალიან ცუდად წაუვიდოდა საქმე. რომ იძახიან, სააკაშვილი იყენებდა შანტაჟისთვისო, უკაცრავად, თუ შანტაჟისთვის ვიყენებდი, რატომ ვერ დავაშანტაჟე?! მხოლოდ გვებრძოდნენ, მხოლოდ გამოდიოდნენ და დაგვამხეს, სად არის აბა შანტაჟი? ივანიშვილმა გამოიყენა, იღებს და ავრცელებს, რადგან ასეთია ოლიგარქის წესი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g