LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ შენ, შენი ნებართვით, უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს იმ ქვეყანაში, სადაც არის საომარი მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში: ირაკლი კობახიძე

296
ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „თუ შენ, შენი ნებართვით, უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს იმ ქვეყანაში, სადაც არის საომარი მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში“. როგორც ტელეკომპანია „POSTV“ ეთერში კობახიძემ განმარტა, „რამდენი პროვოკაციაც მათ შესთავაზეს, იმდენჯერ გასცეს რაციონალური პასუხი“. მისივე თქმით, „თვითმფრინავის თემა იყო ყველაზე აქტუალური ამ კუთხით“.

„ძალიან მარტივად იყო აქ საქმე, თუმცა ძალიან რთულ შედეგებამდე მიგვიყვანდა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თუ შენ შენი ნებართვით უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს, იმ ქვეყანაში სადაც არის საომარი მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში, რაც არაერთხელ თქვა, არაერთმა ლიდერმა. მათ შორის, ბორის ჯონსონმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ისინი არათუ ხელს არ შეუწყობდნენ მოხალისე მებრძოლების წასვლას უკრაინაში, არამედ, რეკომენდაციას არ უწევდნენ, თუნდაც ირიბი ფორმით ადამიანების ჩართვას სამხედრო კონფლიქტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, ქართულმა მხარემ ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ხელი შეუშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩიც გაიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g