LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვლენ პარლამენტში, 555 ხინკალს მოვიტანთ – იაგო ხვიჩია

1411
iago

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საწუწაო თოფით დახვედრას გეგმავდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს, რომ მათ ნაბიჯს კუდები არ მობმოდა.

„ჩვენ ვაპირებდით საწუწაო თოფებით დავხვედროდით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში, მაგრამ გადავიფიქრეთ. ვიფიქრეთ, რომ ამას რაღაც პოლიტიკური კუდები მოებმეოდა და ვერავის დავაჯერებდით, რომ ჩვენ უბრალოდ გავაგრილეთ ჩვენი კოლეგები“, – აღნიშნა ხვიჩიამ.  

მან ასევე დასძინა, რომ როცა პარლამენტში თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი მივიდოდენენ, 555 ხინკალს მიიტანდნენ პარლამენტში.

თუ „ნაცმოძრაობა“ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საპარლამენტო ჯგუფებში ვერ იმუშავებს

„რაც შეეხება 555 ხინკალს, ეს დამატებით უნდა გავიაროთ პარლამენტის ადმინისტრაციასთან. ვათვალიერებდით, გავიარ-გამივიარეთ, შემოსასვლელი რომ არის, იქ არის მოაჯირებზე კარგი დასადები ადგილი და გვინდა, გამოვიყენოთ, როცა ქალბატონი თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემობრძანდებიან პარლამენტში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დღეს შევიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ 29 მაისს მიიღო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g