LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ თქვენ ამ პოსტს კი­თხუ­ლობთ, ესე იგი დე­და­ჩე­მი და ად­ვო­კა­ტე­ბი, რო­გორც იქნა, შე­თან­ხმდნენ – რომ ჩემი public აქ­ტი­ვო­ბა საქ­მეს ვე­ღარ და­ა­ზა­რა­ლებს..რო­დის­მე, აქე­დან რომ გა­მო­ვალ – გი­პა­სუ­ხებთ რა შე­კე­რეს და რა გა­მო­ა­ცხვეს“ – რას წერს ბლოგერი უჩა აბაშიძე ციხიდან

337
უჩა აბაშიძე

„თუ თქვენ ამ პოსტს კი­თხუ­ლობთ, ესე იგი დე­და­ჩე­მი და ად­ვო­კა­ტე­ბი, რო­გორც იქნა, შე­თან­ხმდნენ – რომ ჩემი public აქ­ტი­ვო­ბა – საქ­მეს ვე­ღარ და­ა­ზა­რა­ლებს. ალი­ლუ­იაჰ!“ – ამის შე­სა­ხებ ბლო­გე­რი უჩა აბა­ში­ძე ცი­ხი­დან წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, როცა ციხიდან გამოვა, მოჰყვება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოუგონეს.

„ჯერ ეს ერთი – გა­ი­ცა­ნით ჩემი “ანო­ნი­მუ­რი“ “პე­ი­ჯი“ Shuashsti/შუ­ა­შის­ტი, მანდ პოს­ტავს დე­და­ჩე­მი ჩემს გა­მოგ­ზავ­ნილ ტექ­სტებს, მისი ცენ­ზუ­რის გავ­ლის შემ­დეგ (ნეტა ამას თუ და­წერს) – უფრო სწო­რედ, მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის პე­ი­ჯი, სა­დაც პოს­ტავ­და, მარა მერე account და­უ­ხა­კეს, პე­ი­ჯი წა­უ­შა­ლეს და ის პოს­ტე­ბი და­ი­კარ­გა, ეს შე­და­რე­ბით ახა­ლი პე­ი­ჯია. გწერ­დით მე ამ პე­იჯ­ზე, გა­ა­ყალ­ბე­ბენ-თქო, და გწერ­დით რო­გორ, მარა კო­მენ­ტა­რე­ბი ნა­ხეთ – ხალ­ხი მე­და­ვე­ბა – სა­დღა ხდე­ბა ეგე­თე­ბიო. სა­დღა და – ეგე.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მე რო აქ, ცი­ხე­ში, რა­მეს დავ­წერ – 6-7 დღე გა­დის – სა­ნამ დე­და­ჩე­მამ­დე მივა და აკ­რეფს, ჰოდა 1 კვი­რით ადრე უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნო ხოლ­მე – რა იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, 1 კვი­რის მერე.

პლი­უს – სამ­ყა­როს მე ვხე­დავ ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან და “უკან გა­დახ­ვე­ვის“ ფუნ­ქცი­აც არ მაქვს, თუ რამე გა­მომ­რჩე­ბა. ჰოდა ჩემი აზ­რე­ბი, ხში­რად, შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სცდე­ბო­დეს ნამ­დვილ სამ­ყა­როს (ვინ­მე ამას აუხ­სნის მი­შას? – რო გა­მოდ­გე­ბა და ძაან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­და­გებს, ხან ადეკ­ვა­ტურს, ხან აც­დე­ნილს…). ნუ პლუს დე­და­ჩე­მი მიგ­ზავ­ნის ხოლ­მე “ფე­ის­ბუქ პოს­ტე­ბის გა­ზეთს“

მოკ­ლედ, თუ ეს პოს­ტი დე­და­ჩემ­მა დადო, ესე იგი ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა მო­მე­ცა და ესე იგი შე­გიძ­ლი­ათ მომ­წე­როთ და გი­პა­სუ­ხებთ!

ანუ – გინ­და კო­მენ­ტა­რე­ბი (აქ, მა­გა­ლი­თად, დასკრი­ნავს და გა­მო­მიგ­ზავ­ნის) – გინ­და პი­რად­ში მომ­წე­რეთ – დასკრი­ნავს გა­მო­მიგ­ზავ­ნის და გინ­და – პი­რად­ში ჰკი­თხეთ დე­და­ჩემს, ფოს­ტის მი­სა­მარ­თი და ქა­ღალ­დის წე­რი­ლი მომ­წე­რეთ! (თუ ან­დროს, ზვი­ადს, ოკ­მე­ლას და სხვებს ასე­თებს არ სწერთ – ძაან სცო­დავთ, ადრე მომ­დი­ო­და ხოლ­მე ასე, უცხო ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა და ძა­ლი­ან მამ­ხნე­ვებ­და!) – მა­ი­ტათ კი­თხვე­ბი, მო­ვი­წე­რე­ბი public ან პი­რად პა­სუ­ხებს. საქ­მეა – ჩემ­თვის.ვერ და არ ვუ­პა­სუ­ხებ, მხო­ლოდ, კი­თხვებს საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე. ნუ ტრე­ფი­კინ­გი და შან­ტა­ჟი/მუ­ქა­რა რომ ტყუ­ი­ლე­ბია გეს­მით იმე­დია. მა­გას არც მე­და­ვე­ბი­ან. რო­დის­მე, აქე­დან რომ გა­მო­ვალ – გი­პა­სუ­ხებთ რა შე­კე­რეს და რა გა­მო­ა­ცხვეს. მაგ­რამ მხო­ლოდ მას მერე – რაც სა­მარ­თლის – სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა, შერ­ჩე­ვი­თი აღარ იქ­ნე­ბა, დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ელს, ომო­ნე­ლებს, პრო­კუ­რო­რებს და მო­სა­მარ­თლე­ებს – დავ­სჯით და აი მერე – მე ვალი მაქვს პა­სუ­ხე­ბი გაგ­ცეთ. მა­ნამ­დე უნდა მენ­დოთ – რომ ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, უდა­ვოდ, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ქა­ო­სია, და მაგ ქა­ოს­ში მე და მა­რი­ამს გვე­და­ვე­ბი­ან რა­ღაც შტე­რულ გა­დაც­დო­მას. მა­ნამ­დე – გი­ყუ­რებთ, ტე­ლე­ვი­ზო­რით, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, გან­ვიც­დი, ვნერ­ვი­უ­ლობ და ის გრძნო­ბა მაქვს – შენი კლა­სი რო ექ­სპე­დი­ცი­ი­დან ფო­ტო­ებს პოს­ტავს, შენ კიდე ავად ხარ, არ გა­გიშ­ვეს და ლო­გი­ნი­დან უყუ­რებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ოკ­მე­ლაც მა­სეა (ვიკ­ვე­თე­ბით ხოლ­მე დე­რე­ფან­ში. მე და ოკ­მე­ლა გუნ­დე­ლე­ბი ვართ, წლე­ბი ვთა­მა­შობ­დით რაგბს ერ­თად) და ღო­ბის ბი­ჭე­ბიც.

თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ან­დროს და სხვა ახ­ლებს უფრო უჭირთ – პირ­ვე­ლი 3 თვე ყვე­ლა­ზე მძი­მეა აქ რა, მერე ეჩ­ვე­ვი და აღარც გახ­სოვს, რო­გო­რია “გა­რეთ“. მა­ნამ­დე ძა­ლი­ან გჭამს შიგ­ნი­დან ეს შე­ბო­ჭი­ლი “გდე­ბა“ და ვე­რაფ­რის კე­თე­ბა. მი­თუ­მე­ტეს – როცა ვინც შენ და­გა­ტყვე­ვა, ნამ­დვი­ლი მო­ძა­ლა­დე კა­ნონ­დამ­რღვე­ვე­ბი თვი­თონ არი­ან, ოფი­ცი­ა­ლუ­რად “ჰა­მა­სის ტყვედ“ გრძნობ თავს. მოკ­ლედ, ამ ბი­ჭებს ახლა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ თქვე­ნი გამ­ხნე­ვე­ბა. ყვე­ლა თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მათ ძა­ლას მა­ტებს – trust me.

მოკ­ლედ, თუ ეს პოს­ტი და­ი­დო, აწი ვარ­სე­ბობ ანუ – შე­გა­წუ­ხებთ ხოლ­მე,“ – წერს უჩა აბა­ში­ძე.

ცნო­ბის­თვის, უჩა აბა­ში­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს, მა­რი­ამ იაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა და 236-ე მუხ­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა – შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g