LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ თქვენ გაწუხებთ კუნთების ტკივილი, კუნთებში ძალის არქონა და ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, მაშინ ეს რჩევა გამოგადგებათ…“ – ექიმი გიორგი ღოღობერიძე მიზეზებსა და გამოსავალზე

1415
7f41dfe1-1cb1-4851-88ff-e98ecb8004b7

ცნობილი ექიმის, გიორგი ღოღობერიძის განმარტებით კუნთების ტკივილი, ძალის არქონა ან ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი შესაძლოა მედიკამენტმა გამოიწვიოს.

სპეციალისტის განმარტებით, საუბარია ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელ  საშუალებებზე.

ექიმი დეტალურად ხსნის, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი კუნთების ტკივილს:

„თუ თქვენ გაწუხებთ კუნთების ტკივილი, კუნთებში ძალის არქონა ან ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მედიკამენტები.

მათ შორის ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი საშუალებები, ანუ სატინები.

ეს მედიკამენტები პაციენტების 10% ში იწვევს კუნთების ტკივილს და მიტოქონდრიებს აზიანებენ ზოგიერთ მათგანში.

ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მივიღოთ ეს წამალი.

რას ვაკეთებთ? – მედიკამენტის ბრენდული სახელწოდების ქვეშ თუ რომელიმე მათგანს აწერია – სიმვასტატინი, ატორვასატინი ან ლოვასტატინი, ექიმთან კონსულტაციით ჩაანაცვლეთ აღნიშნული წამალი ისეთი მედიკამენტით, რომლებიც ნაკლებად მეტაბოლიზდებიან ღვიძლში და ექიმი მას ჩაგინაცვლებთ პიტავასტატინით, როსუვასტატინით, პიტავასტატინით.

ეს მედიკამენტები ქოლესტეროლსაც აქვეითებენ და არ იწვევენ კუნთების ტკივილსაც“ – ამბობს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g