თუ მეტყვით მეთოდს, იდეას, როგორ შევარჩიოთ მომღერლები საახალწლოდ, ხმის ტემბრით, თუ რის მიხედვით, აუცილებლად გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა კონცერტის ტენდერზე გამოტანა შეუძლებელია.
„თუ თქვენ მეტყვით რაიმე მეთოდს, როგორ შევარჩიოთ კონკრეტული მომღერალი, ხმის მიხედვით, ტემბრის მიხედვით თუ როგორ, მითხარით… თუ მომცემთ ამის იდეას, დიდი სიამოვნებით მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას სამსახურები და გამოაცხადებენ ტენდერებს. კონცერტები არის ყოველ დღე, 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ამიხსენით როგორ უნდა გამოცხადდეს ამ ყველაფერზე ტენდერები“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია გამართა და სამომავლო რეფორმებზე ისაუბრა.