LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, ყველას მოუწევს დაპირისპირებაში ჩართვა: აშშ თანხებზე მსჯელობს, ევროკავშირს ახლო აღმოსავლეთში ომის აცილება სურს

151
w1880

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები იტალიის კუნძულ კაპრიზე შეიკრიბნენ, სადაც ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ ირანის იერიშმა ისრაელზე მათ დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა, რასაც ცხადია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც ემატება. სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“.

ევროკავშირი შეთანხმდა, რომ დამატებითი მკაცრი სანქციები დაუწესოს ირანს.
დრონებისა და რაკეტების საწარმოები სანქცირებული უნდა იყოს, რათა ირანმა ვერ შეძლოს ამ მასშტაბით წარმოება და შემდეგ რუსეთისთვის მიწოდება და თავადაც გამოყენება.

ახლა მნიშვნელოვანია ისრაელი რა პასუხს გასცემს.
საპასუხო იერიშის შემთხვევაში აშშ არ მიიღებს მონაწილეობას დაპირისპირებაში, ასევე მოიქცევიან ევროპელი მოკავშირეები. ექსპერტები აკეთებენ შეფასებას, რომ ისრაელმა შესაძლოა მაინც მიიტანოს იერიში, მაგრამ არა იმ მასშტაბის და მსხვერპლის ვარაუდით, რომელიც შემდგომ გამოიწვევს ირანის მხრიდან მძიმე რეაქციას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: არ მინდა დავამძიმო ვითარება, მაგრამ ვდგავართ რეგიონული ომის საშიშროების წინაშე, ამიტომ ეს ომი უნდა შეწყდეს და ამ მიმართულებით ყველაფერი გავაკეთოთ.

ამავდროულად ევროკავშირი სერიოზულად ფიქრობს რა დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას და რაც შეიძლება სწრაფად.

„ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, როდესაც მას ჰკითხეს რა არის ნატოს პრიორიტეტიო. მე თუ მკითხავთ, ამ ეტაპზე რა არის უფრო მნიშვნელოვანი – უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და სამხედრო საშუალებების მიწოდება თუ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტამდე გაზრდა – გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება.

აშშ-ის კონგრესის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კანონპროექტი შეიტანა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე. საერთო ჯამში, საუბარია 98 მილიარდ დოლარზე. აქედან 61 მილიარდი განსაზღრულია უკრაინისთვის. ასევე არის დახმარება ისრაელისთვის, ტაივანისთვის და შიდა, კონკრეტულად საზღვრის უსაფრთხოების.

ჯონსონმა განაცხადა, რომ მას ურჩევნია შეიარაღება გაგზავნონ, ვიდრე სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ფრონტზე. ყველა თანხმდება, რომ თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს და რუსეთი მიაღწევს საკუთარ მიზნებს, მაშინ ყველას გარდაუვლად მოუწევს სამხედრო კონფრონტაციაში ჩაბმა.

განხილვის საგანი 61 მილიარდი იქნება. საინტერესოა როგორ ნაწილდება?

23 მილიარდი დოლარი მოხმარდება თავად აშშ-ის საწარმოების მიერ აშშ-ის შეიარაღების მარაგების შევსებას, რომელიც გაიგზავნა უკრაინაში.

14 მილიარდი მოხმარდება უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვას.

11 მილიარდი – სამხედრო ოპერაციების განხორციელებას რეგიონში. ბუნებრივია, ეს საკითხი მერე იქნება დეტალურად ჩაშლილი.

დამატებითი თანხები გამოიყოფა, რათა გაკონტროლდეს ამ თანხების მართებულად განაწილება და ხარჯვა“.

ფოტო: courthousenews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g