ხვალ გადაწყდება და თუ თვითონ შალვა პაპუაშვილი იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, მთლად უკეთესი, ეს იქნება ურთიერთობებში შემობრუნების წერტილი და რა თქმა უნდა, ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.
მისი თქმით, თავიდან მისთვისაც გაუგებარი იყო, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ვიზიტზე უარის თქმა და თითქოს, “გაჯიუტებაც”.
როგორც იოსელიანი ამბობს, ამას წინ უძღოდა მთელი რიგი მოლაპარაკებები.
“მერე ჩვენ, ოპოზიციამ გადავწყვიტეთ და მერე მათთან გავმართეთ კონსულტაციები, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივედით ამ შედეგამდე, როცა გადაწყდა, რომ ერთობლივი ვიზიტი იქნება.” – აცხადებს ლევან იოსელიანი.
მისი თქმით, ეს არის ქართველი ხალხის განცდა და დავალებაც.
“იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების თითქმის, 100% მხარს უჭერს უკრაინას, პარლამენტი კი არის ხალხის ნების გამხმოვანებელი და პარლამენტმა ეს განწყობები უნდა წაიღოს იქ, სადაც მიდის“, – განაცხადა იოსელიანმა.