LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უნდათ, რომ ნავალნივით დამაპატიმრონ, მე არ მეშინია: მიხეილ სააკაშვილი

68
ნავალნი და მიშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კომენტირებისას განაცხადა, რომ არ ეშინია, თუ მას ალექსეი ნავალნის მსგავსად დააპატიმრებენ.

“თუ უნდათ, რომ ნავალნივით დამაპატიმრონ, მე არ მეშინია” – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია Дождь-ს განუცხადა.

„ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას, რომელიც სუპერ წარმატებულად ითვლებოდა და რომლის რეფორმების შესახებ დღესაც მონოგრაფებსა და დისერტაციებს წერენ. ამის მაგივრად, ჩვენ უეცრად შუასაუკუნეების ფეოდალური ოლიგარქატი მივიღეთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ არხს განუცხადა, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც ადასტურებს, რომ მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g