Mundo Deportivo-მ ერნესტო ვალვერდეს შემცვლელი ოთხი კანდიდატი დაასახელა.
მთავარი კანდიდატები არიან: რონალდ კუმანი (ჰოლანდიის ნაკრები), მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი), რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრები), უნაი ემერი (არსენალი). სათადარიგო: ერიკ ტენ ჰაგი (აიაქსი) და ლორან ბლანი (თავისუფალია).
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი შესაძლოა გაუშვან.
აწდასრულებულ სეზონში ვალვერდეს „ბარსა“ ჩემპიონი უპრობლემოდ კი გახდა, მაგრამ სანუკვარ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ფიასკო ელოდა – ზედიზედ მეორე წელია საშინაო დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ გასვლაზე კიდევ უარესად აგებს. ბოლოს კი „ბარსამ“ ესპანეთის სამეფო თასი წააგო „ვალენსიასთან“.
ისე ამბობენ, რომ მთავარ კანდიდატად რობერტო მარტინესი გამოიკვეთაო.