LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვაქცინაცია გაგრძელდება, 2021 წელს გლობალური ეკონომიკა 4 %-ით გაიზრდება

127
Covid-19-macroeconomic-influencers

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს გლობალური ეკონომიკა, სავარაუდოდ, 4 %-ით გაიზრდება, თუკი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკი ეკონომიკური აღორძინების ხელშესაწყობად, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს, რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევს.

„პანდემიამ სიკვდილიანობისა და დაავადების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო და ეკონომიკური აქტივობა და შემოსავლები, შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეამციროს. მოკლევადიანი პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია კოვიდ 19- ის გავრცელების კონტროლი და ვაქცინების სწრაფი და ფართოდ გავრცელების უზრუნველყოფა. ეკონომიკური გაჯანსაღების უზრუნველყოფის მიზნით ხელისუფლებებმა ხელი უნდა შეუწყონ რეინვესტირების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს მდგრად ზრდას, რაც ნაკლებად არის დამოკიდებული სახელმწიფო ვალზე,“ – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g