LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ვინმე მკითხავს, როგორ დაიწყო შენი ნიჭის ფართო ასპარეზზე გამოჩენაო, სულ ვიტყვი, რომ შენით“ – ნიკა კუბლაშვილი ნინი შერმადინს

1060
ნიკა კუბლაშვილი ნინი შერმადინი

მომღერალი ნიკა კუბლაშვილი მომღერალ ნინი შერმადინს საჯარო მადლობას უხდის და წერს, რომ მისი კარიერა ნინი შერმადინის გამოხმაურების შემდეგ დაიწყო. 

ნიკა კუბლაშვილის განცხადებით, ის, რაც ნინი შერმადინმა მისთვის გააკეთა, ათასში ერთი უკეთებს მეორეს.

„Nini Shermadini – ამ კომენტარის შემდეგ დაიწყო ყველაფერი და თუ ვინმე მკითხავს ოდესმე, თუ როგორ დაიწყო შენი კარიერა და შენი ნიჭის ფართო ასპარეზზე გამოჩენაო, სულ ვიტყვი, რომ შენით.

მხოლოდ იმიტომ მინდა იქამდე მივიდე, სადამდეც შენი შესაძლებლობებია, რომ იგივე გავუკეთო ვიღაც უცხო ბავშვს, რაც შენ ჩემთვის გააკეთე, ვიღაც უცხო ბავშვისთვის, რომელი ბავშვიც დღეს თავაწეული დადის არა სიამაყით, არამედ იმით, რომ იმ სიკეთის მოზიარეა, რომელიც დღეს ათასში ერთი უკეთებს მეორეს! მადლობა ღმერთს შენი გამოჩენისთვის ჩემი წარმატების გზაზე ❤️“, – წერს ნიკა კუბლაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g