LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმე მყავხართ 28 წლის გეიმერი ბავშვი, თქვენ გიყვებით: აფთიაქში მომხდარი ნამდვილი ამბავი

303
pjimage

სოციალურ ქსელში ობობა (Gaius Marius Oboba) პოსტს აქვეყნებს და უცნაურ ამბავს ყვება.

“აფთიაქში, გვერდით, ასე 50 წლის ქალბატონი ჯიუტად ცდილობდა ფარმაცევტს მისთვის შეერჩია საძილე და დამამაშვიდებელი წამლები.
როგორ შეგირჩიოთ, მითხარით კონკრეტულად რა ხდებაო.
ქალბატონმა, 28 წლის ბავშვი ღამეებს ათენებს თამაშში, დღე და ღამე არეული აქვსო, მინდა ღამით ეძინოსო, საჭმელში ან ჩაიში გავურევო, ან შევაპარებო რამენაირადო.
მერე დასახელებებს არჩევდნენ.
ხოდა, თუ ვინმე მყავხართ აქ 28 წლის გეიმერი ბავშვი, თქვენ გიყვებით, იცოდეთ მაინც” – წერს ობობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები