LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმეს უნდა პროვოკაცია, პროვოკაცია რა თქმა უნდა არ გავა – კახეთის გუბერნატორი

collage

“თუ ვინმეს უნდა პროვოკაცია, პროვოკაცია, რა თქმა უნდა არ გავა”- ასე გამოეხმაურა  კახეთის გუბერნატორი გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტს.  ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თელავის მერიამ აქციის გამართვის მიზნით თელავის ცენტრში ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად გაერთიანებულ ოპოზიციას ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.

მისივე განცხადებით, აქცია სწორედ იმ ადგილას უნდა გაიმართოს, რომელზეც მერიამ ნებართვა გასცა.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ თელაველები განაწყენდებიან, თუ ქალაქში რაიმე სახის პროვოკაცია მოხდება.

„მერიამ გამოუყო აქციას ადგილი ნორმალური, ცენტრალური მოედანი აქციის ჩასატარებლად. ასე, რომ, ვისაც უნდა აქციის ჩატარება ამის საშუალება ექნება. თუ ვინმეს უნდა პროვოკაცია, პროვოკაცია, რა თქმა უნდა არ გავა და იმასაც აღვნიშნავ, რომ თელავის მოსახლეობა ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს თუ მოხდება პროვოცირება და ამ საზეიმო ცერემონიალის ჩაშლა,“ – ამბობს ქადაგიშვილი

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია აქციის ფონზე ჩაივლის. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები და ლიდერები თბილისიდან თელავის მიმართულებით უკვე დაიძრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g