LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ სამოქალაქო სივრცეში მისი გადაყვანაც უფრო რთულად განსახორციელებელია: პრეზიდენტი

155
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უფრო რთულად განსახორციელებელია, რადგან მრავალი შესაძლო საფრთხე არსებობს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი, ისე რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს, ანდა რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექს პრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულებიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია.

ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა და ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს.

რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები, ანუ სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას“.” – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

იმ კადრების გავრცელება, რომლებიც სააკაშვილის ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია: ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g