LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ს ავცრით, მაშინ კოვიდს ​მეტ-ნაკლებად ჩარჩოებში მოვაქცევთ: პაატა იმნაძე

67
იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „თუ მოსახლეობის 60%-ს წლის ბოლომდე აიცრება, მაშინ კორონავირუსი ჩარჩოებში მეტ- მოექცევა“. აღნიშნული განცხადება პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გასული წლის შემოდგომაზე არსებულ ვითარებას არ დაუბრუნდეს, საზოგადოებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული რეგულაციები უნდა დაიცვას.

„ფიჩხი, რომელსაც შეიძლება ცეცხლი მოედოს და ინფექცია, სამწუხაროდ, ბევრია. ამას თუ დავამატებთ, რომ მოსახლეობის 60%-ს წლის ბოლომდე ავცრით, აი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ. დღეს, კი, შეიძლება ითქვას, რომ არ დავუბრუნდებით იმ ციფრებს, რომელიც გვქონდა ნოემბერ-დემეკებერში, მაგრამ ამას სჭირდება ერთი რამ, დაწესებული წესების მაქსიმალურად დაცვა“, – აცხადებს იმნაძე.

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფების განსაზღვრა საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება.

„მოქალაქეებს, თუ სურვილი ექნებათ 18 წლიდან შეუძლიათ აიცრან „სინოფარმით“. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას. ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქეს 55 წლიდან შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას „ასტრაზენეკათი“. დღეს ვაქცინაცია ქვეყანაში უკვე არის საყოველთაო.

ხელმძღვანელები და ლიდერები, როდესაც აიცრებიან, უფრო მეტ მაგალითს აძლევენ, მოსახლეობის აცრის საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. ყველას შეუძლია აცრა, ჟურნალისტები არავის გამორჩენია“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

magti 5g