LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც” – შალვა პაპუაშვილი

127
შალვა პაპუაშვილი

თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც. ჩვენ ვნახეთ ეს სამწუხარო საქციელი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და ზოგიერთი იქამდე ჩამოსული პარლამენტის წევრების, რაც იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიხარ საგარეო საქმეთა მინისტრი.

თქვენ ნახეთ ესტონეთის პარლამენტში ამაზე დებატებიც კი გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ნაწილობრივ გაემიჯნა, რომ მან არ იცოდა თუ ის აპირებდა მიტინგზე გამოსვლას. თუმცა რაიმე რეაქციასაც ვერ ვხედავთ ამასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, დაღს დაასვამს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც გვქონდა ბალტიის ქვეყნებთან.

როდესაც ამას კადრულობს ხელისუფლების წარმომადგენელი და ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდის. ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა და დაცინვა ქართველი ხალხის, რომლის არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზეც, რაღაც ცეცხლოვანი გამოსვლებით გამოდიოდნენ ეს პოლიტიკოსები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში ,,იმედი Live”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები