LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუკი გეჩქარება, მაინც მშვიდად იცდი“ – ცნობილი მომღერლები კარგ მძღოლებს უმღერიან (ვიდეო)

351
78477656-2917323794958759-3527045852352741376-n (1)

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ მაღალქულიანი მძღოლებისთვის კამპანია დაიწყო. „თუ იცავ – მეტს იმსახურებ“ ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებში დაიწერა სიმღერა, რომელიც კარგ მძღოლებს ეძღვნება და რომელსაც ცნობილი ქართველი შემსრულებლები ასრულებენ. კლიპი JWT metro-მ გადაიღო.

„ალდაგის“ ინფორმაციით, სიმღერა ნუგზარ ერგემლიძის „თუკი გესიზმრების“ ახალი ვერსიაა. ტექსტი მთლიანად აგებულია კარგი მძღოლის შექების იდეაზე, ზოგადად კარგი მძღოლობის წახალისებაზე და მანქანის პასუხისმგებლიანად მართვის იდეაზე. „ალდაგის“ კლიპში სიმღერას თავად ნუგზარ ერგემლიძე და მასთან ერთად, რობი კუხიანიძე, ტატო რუსია და ჯგუფი მოკუ, სალიო და ჭოხონელიძეების სტუდიის ანსამბლი ასრულებენ.

კამპანიის ფარგლებში „ალდაგი“ მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე ფასდაკლებას სთავაზობს. შეიქმნა გვერდი tuitsav.ge , რომელზეც მძღოლებს შეუძლიათ უმარტივესად გაიგონ თავისი ქულა და მიიღონ შესაბამისი ფასდაკლება „ალდაგისგან“ ავტოდაზღვევაზე. 100 ქულიანი მძღოლებისთვის „ალდაგს“ 30%-იანი ფასდაკლება აქვს, ხოლო 80 ქულიანი მძღოლებისთვის 10%-იანი. Tuitsav.ge-ზე მძღოლებს შეუძლიათ შეთავაზების ზუსტ პირობებს გაეცნონ.

„კეთილსინდისიერ მძღოლებზე არც ფილმებს იღებენ და არც სიმღერებს უძღვნიან. ამ კამპანიით კი ჩვენ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანი და მისაბაძია წესების დაცვით ავტომანქანის მართვა. ამ ვიდეოს მიზანია კეთილსინდისიერი მძღოლები დავაფასოთ და დამსახურებული განსაკუთრებული პირობა შევთავაზოთ,“- ამბობს JWT metro-ს კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი.

კამპანიის ფარგლებში „ალდაგი“ გააგრძელებს კარგი მძღოლობის იდეის განვითარებას და მას სხვადასხვა ინიციატივებით გამოეხმაურება.

„თუ ჩვენი კამპანია ადამიანებს პოზიტიურად დაანახებს კარგი მძღოლობის იდეას, ჩავთვლით, რომ მიზანი შესრულებული გვაქვს, რადგან სწორედ პასუხისმგებლიანი მოქალაქის და ამ შემთხვევაში მძღოლის დაფასებაა ჩვენი სურვილი,“- აცხადებენ „ალდაგში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g