LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები ისრაელიდან უკვე საქართველოში არიან

130
187807085-3955240501209379-1076145511725191044-n

ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან. საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს.

“ისრაელელები საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების სიდიდით მეორე ჯგუფს წარმოადგენენ. გასულ თვეს არანაკლებ 10,098 ტურისტისა ჩამოვიდა ისრაელიდან – ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. ამასთან, უცხოელი ვიზიტორების ტოპ 10 ქვეყნიდან მხოლოდ ისრაელია, რომელსაც არ აქვს სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან და არ ყოფილა საბჭოთა კავშირის წევრი“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2019 წელს ისრაელიდან არანაკლებ 200’000 ტურისტისა ეწვია საქართველოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g