LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტურისტებს ხელბორკილი თვითნებურად დაადო და ავტომატიდან გასროლა“ – ვაშლოვანში მესაზღვრე დააკავეს

132
სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გუშინ, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი.ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა:

„მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად , სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია“. – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მესაზღვრეს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g