თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს.
ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 19-137-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
შემთხვევა ორი დღის წინ, 24 ოქტომბერს მოხდა.
თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა: „ფეიფერ ქართულმა“ გაავრცელა.
როგორც ირკვევა, უცნობი მამაკაცი ტურისტს მთაწმინდაზე შუადღის პირველი საათისთვის დაესხა თავს და მასზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც ქალმა მისი მოგერიება შეძლო და პოლიციას მიმართა.