LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობა თბილისში – დაკავებულია ერთი პირი

608
1

თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 19-137-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა ორი დღის წინ, 24 ოქტომბერს მოხდა.

თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა: „ფეიფერ ქართულმა“ გაავრცელა.

როგორც ირკვევა, უცნობი მამაკაცი ტურისტს მთაწმინდაზე შუადღის პირველი საათისთვის დაესხა თავს და მასზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც ქალმა მისი მოგერიება შეძლო და პოლიციას მიმართა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები