LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს

107
1

თბილისში ტურისტს მამაკაცი თავს დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მას დანა ორჯერ დაარტყა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მოქალაქე წერს და მომხდარს აღწერს:

“საშინელ ფაქტს შევესწარი…. 15 წუთის წინ …. უცხოელი ტურისტი მოდიოდა, გამოვარდა კაცი და ორჯერ დანა დაარტყა…. რას ჩადიხართ ??!! რატომ თესავთ ამ აგრესიას!” – წერს ფეისბუქმომხმარებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ვორონცოვზე მოხდა, თვითმხილველის თქმით, კი მამაკაცი ტურისტს უყვიროდა და ეუბნებოდა, რომ “ეშმაკია”.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია:

შსს-ს თანამშრომლებმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში 1989 წელს დაბადებული გ. ხ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება.” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g