27 წლის მძღოლმა გადაწყვიტა, რომ რომის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არა ფეხით, არამედ ტრანსპორტით დაეთვალიერებინა. თუმცა, მისი ეს გადაწყვეტილება არც თუ ისე ჭკვიანური იყო, რადგან მამაკაცი ავტომობილიდან გადმოსვლითანავე დააპატიმრეს. მისი Peugeot 206 კი საჯარიმო სადგურზე გადაიყვანეს.
როგორც გამოცემა „Wanted” იუწყება, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და შემთხვევის დროს კლუბიდან სახლში ბრუნდებოდა. ნასვამს გზა აერია და კიბეებზეც სწორედ ამის გამო აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ისტორიული ესპანური კიბეები 2015-2016 წლებში კომპანია Bulgari-მ შეაკეთა და სარემონტო სამუშაოებში 1,5 მილიონი ევრო დაიხარჯა.