LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტმა გულის შეტევა 20-ჯერ გაითამაშა, რათა რესტორნებში უფასოდ ეჭამა

136
543675676

50 წლის ლიეტუველმა მამაკაცმა ესპანეთის 20-მდე რესტორანი მოატყუა. The Sun-ის ინფორმაციით, კაცი გულის შეტევების სიმულაციას დგამდა.

თითოეულ დაწესებულებაში თაღლითი ერთსა და იმავე სცენას აწყობდა: ვითომ ცნობიერებას კარგავდა და იატაკზე წვებოდა. ერთ-ერთი მოტყუებული რესტორნის მეპატრონის თქმით, მანამ სანამ შეტევას გაითამაშებდა ლიეტუველმა მასთან რამდენიმე ჭიქა ვისკი დალია და სალათებიც მიირთვა.

მას შემდეგ, რაც ტყუილის შესახებ გახდა ცნობილი, მამაკაცის ფოტო თითქმის ყველა რესტორანს გაეგზავნა.

მოგვიანებით ტურისტს კანონის დარღვევისთვის ორი ჯარიმაც გამოუწერეს. საუბარი თითქმის უმნიშვნელო თანხებზე იყო, თუმცა მამაკაცმა მათ გადახდაზე უარი განაცხადა. შედეგად ის ციხეში მოხვდა და იქ 42 დღის გატარება მოუწევს.

რესტორნების მეპატრონეები კი საერთო საჩივარს ამზადებენ და შესაძლოა ლიეტუველი ციხეში 2 წლითაც დატოვონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები