LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტმა, რომელმაც საქართველოში იმშობიარა, გოგონას ექიმის სახელი დაარქვა

124

უცხოეთის მოქალაქე ქალმა, რომელსაც საქართველოში მოგზაურობისას, მშობიარობა დაეწყო, გოგონას ქართველი ექიმის სახელი დაარქვა. ამის შესახებ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.

28 წლის ქალმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში იმშობიარა. ცენტრის ექიმებისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო.

როგორც სასწრაფოს მიერ გავრცელებულ პოსტშია ნათქვამი, ექიმების ძალისხმევის შედეგად, ჯანმრთელი ტაჯიკი გოგონა დაიბადა.

“დღეს ჩვენი იტორიის გმირები, ბრიგადა 1112- უფროსი ექიმი ბელა როსტომაშვილი, უმცროსი ექიმი მაია ვალშაკოვა და მძღოლი გია გოგრიჭიანია. გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას უცხო ქვეყნის მოქალაქე, 28 წლის ქალი დახვდათ, რომელსაც მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა. იყო ენის ბარიერიც: ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქართული ენა არ იცოდა, ხოლო უცხოურ ენებში ძალიან მწირი ლექსიკა ჰქონდათ.

გაირკვა, რომ ცოლ-ქმარი საქართველოში სამოგზაუროდ იყო ჩამოსული. უფროსი ექიმის ხანგრძლივი სამედიცინო პრაქტიკის მიუხედავად, მისთვის პირველი შემთხვევა იყო, რომ მშობიარობა უნდა მიეღო.

ბინიდან ძლივს მოასწრეს ეზოში ჩამოსვლა და სასწრაფოს მანქანაში ჩასხდომა, როდესაც პაციენტს ინტენსიური ტკივილები დაეწყო და სულ რაღაც რამდენიმე წამში მანქანაშივე იმშობიარა. დაიბადა ჯანმრთელი გოგონა. ახალგაზრდა ქალისათვის ეს მეორე მშობიარობა იყო.

საოცარი იყო გულშემატკივარი მეზობლების ემოცია.

ბედნიერი მშობლების გადაწყვეტილებით, პატარას ექიმის სახელი – ბელა დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ახალგაზრდა ოჯახს მეორე შვილის დაბადებას,” – ნათქვამია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g