ევროპის 5 ღირსშესანიშნაობა ტურისტთა მთავარ იმედგაცრუებებს შორის მოხვდა. საინტერესო რეიტინგი კომპანია Radical Storage-მა შეადგინა.
პირველ ადგილზე გავიდა დიდ ბრიტანეთში მდებარე ქალაქგარე კომპლექსი Alton Towers, რომელიც 1980-იან წლებში თემატურ პარკად გადაკეთდა. მასზე დაწერილი შეფასებების ნახევარზე მეტი შეიცავს სიტყვებს ნეგატიური გამოცდილების შესახებ. ვიზიტორები ფასებისა და ხარისხის შეუსაბამობასა და ცუდ მომსახურებაზე ჩივიან.
მეორე ადგილი ბუდაპეშტის თერმულმა წყლებმა დაიკავა, რომელიც ზედმეტად გადავსებულად შეაფასეს. მესამე ესპანეთში, ტენერიფეზე მდებარე აკვაპარკი Siam Park გახდა. მეოთხე ადგილი – Time out Market-მა ლისაბონში, მეხუთე კი რომში საკულტო ტრევის შადრევანმა დაიკავა.
თავის კვლევაში Radical Storage-მა, რომელიც მოგზაურებს ბარგის უსაფრთხო შენახვის სერვისს სთავაზობს, 95,3 ათასი შეფასება გააანალიზა და მსოფლიოს 200 ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობა შეისწავლა.