LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული ავტობუსები რომის ცენტრში ვეღარ იმოძრავებენ

rome

ტურისტული ავტობუსები რომის ცენტრში ვეღარ იმოძრავებენ. სიახლე ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა და ამიერიდან ავტობუსის ტურები მთავარ ღირშესანიშნაობებს ვეღარ მოიცავენ. ტრანსპორტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან გაჩერდება და ტურისტებს გზის გაგრძელება ფეხით მოუწევთ ხოლმე. ერთადერთი გამონაკლისი სასკოლო ავტობუსებისთვის დაიშვება და ისიც მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე.

ტურისტული ავტობუსებისგან დაცლილი ცენტრის იდეა ძალიან მოსწონთ ადგილობრივებს, მათი აზრით სიახლე საცობებს შეამცირებს, პარკინგის პრობლემას მოაგვარებს და ქალაქში ჰაერის მდგომარეობაც გაუმჯობესდება. აღსანიშნავია, რომ ტურისტების შემოტევისგან ბევრი ევროპული ქალაქი იტანჯება და სხვადასხვა შეზღუდვების შემოღებაც ჩვეულებრივი მოვლენაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g