ესპანეთში, სან-სებასტიანში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინიციატივით, გასტრონომიული ტურიზმის რიგით მე-8 ფორუმი მიმდინარეობს.
ფორუმზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით პანელური სესიები და პრეზენტაციები ტარდება. განიხილება ურთიერთკავშირი სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს შორის, გასტრონომიული მარშრუტები და სხვა საკითხები. ფორუმის ფარგლებში გასტროტურიზმის ობიექტებზე ტექნიკური ვიზიტებიც ეწყობა.
ფორუმზე, რომლის მხარდამჭერია ბასკეთის კულინარიული სკოლა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ისინი სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს გამოცდილების გაზიარების მიზნით ხვდებიან. ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებს, კულინარიულ და ღვინის ტურისტულ მიმართულებას.