გერმანიიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან Skyscanner-თან ერთად ახალი კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში Skyscanner-ის ვებგვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა, სპეციალურ სექციაში (Country Explorer) კი საქართველოს შესახებ ინფორმაცია, საპრომოციო სურათები და სტატიები აიტვირთა.
ახალი მარკეტინგული კამპანია 2024 წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება და ისეთი სოციალური ქსელების აქტიურ გამოყენებასაც გულისხმობს, როგორებიცაა ინსტაგრამი, ფეისბუკი და ტიკტოკი.