LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს

116
a1734442168

ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტამდე აქცია-მსვლელობა გამართეს.

მათი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

„დღეს, ჩვენ მეორე აქციას ვმართავთ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს პირველი აქცია 4 დეკემბერს გვქონდა. აქ არიან ადამიანები, რომლებიც გაერთიანა საერთო პრობლემამ – კრიზისმა, რომელიც ავტომატურად სფეროზე მოქმედებს. ტურიზმის სფერო, რომელიც ამდენი წელია ქვეყნის დასაპოზიციონებლად საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობს. ეს ადამიანები არიან გიდები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალური ძალისხმევა ქვეყნის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ჩადონ. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g