LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines 2022 წელს 71,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა

167
turkish-airlines-to-connect-malabo-from-february-7-aviation

ავიაკომპანია Turkish Airlines 2022 წელს 71,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, Turkish Airlines-ის დატვირთულობის კოეფიციენტმა იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში 80,6% შეადგინა; საერთაშორისო ფრენებზე – 80.1%, ხოლო შიდა ფრენებზე – 85.8%.

2022 წელს გადამზიდველის მიერ საფოსტო ტვირთების ტრანსპორტირებამ 1,7 მილიონი ტონა შეადგინა. დეკემბრის მონაცემებით, მის ფლოტში თვითმფრინავების რაოდენობამ 394-ს მიაღწია.

მხოლოდ დეკემბერში Turkish Airlines-მა გადაიყვანა 5,5 მილიონი მგზავრი, დატვირთვის კოეფიციენტმა კი 81,6% შეადგინა.

საფოსტო ტვირთების მოცულობამ თვეში 137,5 ათას ტონას მიაღწია.

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g