LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი თანახმაა, უფასოდ გაიღოს ბაირაქტარი, რომლისთვისაც ლიეტუვამ ფული შეაგროვა: ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

86
ბაირაქტარი

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის თქმით, ბაირაქტარი, რომელიც ლიეტუვას უკრაინისთვის უნდა ეყიდა, თურქეთი მათ უფასოდ გადასცემს. ანუშაუსკასის განცხადებით, შეგროვილი ფულით, რომელიც ლიეტუველებს ბაირაქტარში უნდა გადაეხადათ, ამავე საფრენი აპარატისთვის საჭირო საბრძოლო მასალას შეიძენენ, დარჩენილი ფულით კი უკრაინას დაეხმარებიან.

„დაუჯერებელია, მაგრამ თურქეთი თანახმაა, უფასოდ გაიღოს ბაირაქტარი, რომლისთვისაც ლიეტუვამ ფული შეაგროვა. გასაოცარია“, – წერს ის.

პოპულარულები